პროექტის გეგმა


სასწავლო  პროექტის გეგმა
პროექტისსახელწოდება:ისტორიიდან  ეთნოგრაფიამდე- მესხეთი
პროექტის მთავარი თემაა: მესხეთის ისტორიულ-გეოგრაფიული დახასიათება, ისტორიული  არქიტექტურა,საცხოვრებელი სახლის ტიპები, მესხური მეურნეობის დარგები,ჩაცმა -დახურვის სტილი მესხეთში
 
პროექტის აქტუალურობა: დღეს საქართველოში წარმატებით ვითარდება ტურიზმი,მოსახლეობა ნაკლებად ცნობს საქართველოს ისტორიულ კუთხეებს,პროექტი ხელს შეუწყობს ამ კუთხის უკეთ გაცნობას ,როგორც ისტორიული,ასევე ეთნოგრაფიული თვალსაზრისით. ბავშვების მიერ დამზადებული ფლაერები,ტურისტული ბუკლეტები ხელს შეუწყობს მესხეთის ტურისტულ პოპულარიზაციას

პროექტის მიზანი: გაეცნონ მოსწავლეები მესხეთის ისტორიას ,მის ღირშესანიშნაობას ,ტრადიციულ კულტურას

მოსწავლეთა ასაკი: მე-6 კლასი 

ვადების ხანგრძლივობა: 2 კვირა

მოსალოდნელი შედეგები: ფლაერების დამზადება, ვიდეო პრეზენტაციები,ქუჩის გამოკითხვა (ვიდეო)
 
პროექტისთვის საჭირო რესურსები: ინტერნეტი,ფოტო მასალები, რუკა,ექსკურსია ეთნოგრაფიის მუზეუმში მესხურ საცხოვრებელ სახლთან

პროექტის მსვლელობა: მოსწავლეებს ვყოფ ჯგუფებად .1ჯგუფი-მესხეთის ისტორიულ-გეოგრაფიული მონახაზი  2.ჯგუფი-ისტორიული არქიტექტურა ხუროთმოძღვრული ძეგლები  3 ჯგუფი-საცხოვრებელი სახლის ტიპები, 4ჯგუფი-მესხური მეურნეობის დარგები 5 ჯგუფი-ჩაცმა დახურვის სტილი მესხეთში .თითოეული ჯგუფი იღებს დავალებას,ვაცნობ გამოსაყენებელ მასალას და შეფასების რუბრიკას.

საგნებთანსაგნობრივ ჯგუფებთან კავშირი/ეროვნულ გეგმასთან კავშირი: ისტ,გეოგრაფია,ხელოვნება.

 .მეც.დაწყ.(II).1. ისტორიული ფაქტებისა და მოვლენების ქრონოლოგიურ ჭრილში გააზრება და გადმოცემა. მათი დაკავშირება თანამედროვე სოციალურ-კულტურულ გარემოსა და ისტორიულ მემკვიდრეობასთან;

საზ.მეც.დაწყ.(II).2. ლეგენდებისა და მითების, მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენებისა და პიროვნებების ლოკალურ გარემოსთან დაკავშირება; ქვეყნის განვითარებაში პიროვნების როლის გაცნობიერება;

 საზ.მეც.დაწყ.(II).3. საქართველოს მხარეების ბუნებრივი და სოციალურ-კულტურული მახასიათებლების შესწავლა;

საზ.მეც.დაწყ.(II).4. რუკის ლეგენდაში მოცემული პირობითი ნიშნების საშუალებით რუკაზე დატანილი ინფორმაციის წაკითხვა; საზ.მეც.დაწყ.(II).5. საქართველოსთვის დამახასიათებელი ბუნებრივი მოვლენების გამომწვევი მიზეზებისა და მათი შედეგების გააზრება; ბუნებრივ მოვლენებზე ადეკვატური რეაგირება და მათგან თავდაცვა;

პროექტის ხელმძღვანელი: ნონა შეშაბერიძე

ხელმძღვანელის ელ.ფოსტა :sheshaberidzenona@gmail.com


No comments:

Post a Comment